Back

რა საფრთხეს შეიცავს ჩაიდნის თეთრი ნადები

რამდენიმე გამოყენების შემდეგ ჩაიდანში გროვდება თეთრი ნადები, რომლის მოშორებაც მარტივი არ არის. ის წყალს უცვლის გემოს და მისი ორგანიზმში მოხვედრა ჯანმრთელობისთვისაც არ არის სასურველი.

როგორ წარმოიქმნება წყლის თეთრი ნადები ჭურჭელში?

დუღილის შედეგად წარმოიქმნება კალციუმისა და მაგნიუმის მინერალები, რომლებიც ჭურჭელში გროვდება და ზედაპირებს მჭიდროდ ეკვრის. იმ შემთხვევაში, თუ ჩაიდანს ხშირად არ გავრეცხავთ, ნადები დაგროვდება და მისი სრულყოფილად მოშორება გართულდება.

ნადები შეიძლება დაგროვდეს როგორც ემალისა და მეტალის, ისე მინის ჩაიდნებში, იქნება ის სტანდარტული თუ ელექტრო. დროთა განმავლობაში ის ზიანს აყენებს ჭურჭელს და ფაქტობრივად, გამოუსადეგარს ხდის მას. ძველი ნადების უხეშმა წმენდამ კი შეიძლება, ჩაიდანი დააზიანოს კიდეც.

რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას ნადებმა ჩვენს ჯანმრთელობას?

თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ ნადებიან ჩაიდანში ადუღებული წყალი გემოს უცვლის ჩაისა და ყავას, რაც მაშინვე მიგვანიშნებს, რომ მისი მიღებისგან თავი უნდა შევიკავოთ.

ნადების სახით ჩვენს ორგანიზმში სხვადასხვა მინერალის დიდი რაოდენობით დაგროვებამ შეიძლება გამოიწვიოს კენჭოვანი დაავადებები, პოდაგრა და სხვა, განსაკუთრებით, თუ მიდრეკილი ვართ აღნიშნული პრობლემებისკენ.

ჩამჯდარი ნადების მოცილებისა და მისი პრევენციის გზები

ნადების დაგროვების თავიდან ასაცილებლად გამოცდილი მეთოდია წყლის ფილტრის დამონტაჟება. ფილტრი არბილებს ონკანის წყალს, წმენდს მას მინარევებისგან და დაბალი შესაძლებლობაა, ადუღების შემდეგ ჭურჭელზე ნალექი დარჩეს.

რაც შეეხება უკვე ჩამჯდარი ნადების მოშორებას, ამისათვის არ გირჩევთ უხეში საწმენდი საშუალებების გამოყენებას, ხოლო ჭურჭლის სარეცხი სითხეებით სასურველი შედეგის მიღწევას დიდი დრო და ენერგია სჭირდება. ნადების მოსაშორებლად მეცნიერებმა შეიმუშავეს სპეციალური ფორმულები, რომელიც არ აზიანებს ჭურჭელს და იდეალურ შედეგს იძლევა. მათ შორის არის გერმანული ბრენდის, Dr.Beckmann-ის წვრილი ელექტროტექნიკის საწმენდი ფორმულა ჩაიდნებისთვის, ყავის აპარატებისთვის, უთოსთვის და სხვა.

საწმენდი სითხე ეფექტურად აცილებს ნადებს და ჭურჭელი ისევ ისეთი ბზინვარე და უსაფრთხოა, როგორიც თავდაპირველად იყო.

გამოყენების წესი: ჩაიდანში ჩაასხით 50 მილილიტრი (დაახლოებით ნახევარი ჭიქა) Dr.Beckmann-ის საწმენდი სითხე და დაუმატეთ 500 მილილიტრი წყალი. არ აადუღოთ. ქაფის ფორმირებისა და წმენდის პროცესი ავტომატურად დაიწყება. როდესაც ქაფის ბუშტუკების წარმოქმნა შეწყდება, ესე იგი ჩაიდანი ნადებისგან სრულად თავისუფალია. პროცესის დასრულების შემდეგ გამდინარე წყლით, კარგად გარეცხეთ ელექტრონული მოწყობილობა.

უფრო ძლიერი დაბინძურების შემთხვევაში, მაქსიმალურად ეფექტური წმენდისთვის ჩაასხით 100-150 მილილიტრი საწმენდი სითხე ელექტრო ჩაიდანში, ისე რომ მითითებულ სკალამდე შეივსოს, გააჩერეთ 10-15 წუთის განმავლობაში და შემდეგ კარგად გამორეცხეთ ის.

Dr.Beckmann-ის საწმენდი სითხე შემოწმებულია ლაბორატორიულად და უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. მას ევროპის მასშტაბით აქტიურად იყენებენ ყავის აპარატების წმენდისთვისაც.