კარგმა მზარეულმა იცის გემრიელი კერძების საიდუმლო ინგრედიენტი: დაფნის ფოთოლი, მაგრამ არომატული ფოთლები არამხოლოდ გემრიელი სანელებელია, ეს მცენარე ძალიან სასარგებლოა.
ის ეხმარება ორგანიზმს დეტოქსიკაციაში და ანელებს დაბერების პროცესს. ასევე, დაფნის ფოთოლი ებრძვის ბაქტერიულ ინფექციებს და სასარგებლოა უამრავი დაავადების დროს.
დაფნის ფოთლის სასარგებლო თვისებები
შფოთვა და დაღლილობა
დაფნის ფოთლის შემადგენელ ქიმიურ ნივთიერებებს დამამშვიდებელი, ფსიქოდელიური ეფექტი აქვს. ამისათვის საკმარისია, დაწვათ რამდენიმე მშრალი ფოთოლი.
როდესაც დამწვარი ფოთლის არომატს შეისუნთქავთ, ორგანიზმი დუნდება და ნერვული სისტემა მშვიდდება. რაც მთავარია, ის არ იწვევს ძილიანობას.
სასუნთქი სისტემა
დაფნის ფოთოლი ასტიმულირებს სასუნთქ გზებს და ათავისუფლებს ლორწოსგან ფილტვებს.
უბრალოდ, ჩაისუნთქეთ ახალი ან გამხმარი ფოთლის არომატი. ალერგიისა და ასთმის დროს გულმკერდზე დაფნის ფოთლები შეიზილეთ.
ქერტლი
ქერტლის მოსაცილებლად, შეურიეთ დაფნის ზეთი და გამთბარი ჟოჟობას ზეთი. შეიზილეთ მიღებული მასა თავზე, შეიხვიეთ პირსახოცით და გაიჩერეთ 15-60 წუთით. შემდეგ ჩვეულებისამებრ დაიბანეთ.
დიაბეტი
დაფნის ფოთოლი ეფექტური საშუალებაა დიაბეტის მეორე ტიპის მკურნალობის დროს. კვლევების თანახმად, საკმარისია დღეში 3 გრამი დაფნის ფოთლის მოხმარება გლუკოზის დონის დასაწევად.
საჭმლის მომნელებელი სისტემა
დაფნის ფოთლის კერძებში გამოყენება აძლიერებს საკვების მონელების პროცესს, ხელს უწყობს ფერმენტისა და ნაღვლის სეკრეციას.
გულის ჯანმრთელობა
ორგანული მინარევი, სახელწოდებით “კოფეინის მჟავა”, რომელიც დაფნის ფოთოლში აღმოაჩინეს, ამაგრებს კაპილარების კედლებს. ეს ნივთიერება ასევე ეხმარება ცუდი ქოლესტერინის მოცილებაში გულ-სისხლძარღვთა სისტემიდან. გამოიყენეთ დაფნის ფოთოლი კერძებში ისეთ პროდუქტებთან, რომლებიც აუმჯობესებს გულის მდგომარეობას.
დასუფთავების კომპანია Hcleaner გთავაზობთ:
- რემონტის შემდგომი დალაგება
- სახლის დალაგება
- ვიტრაჟების წმენდა
- ფანჯრების წმენდა
- სადარბაზოების დასუფთავება
- ოფისის დალაგება
- მინების წმენდა
სერვისის მისაღებად დაგვირეკეთ: 591060952 ან ეწვიეთ ჩვენს facebook გვერდს: დასუფთავების კომპანია Hcleaner