Back

რატომ არ უნდა დატოვოთ ღამით დანა და ბასრი საგნები მაგიდაზე

ალბათ, ეს ჩვევა ბევრ ოჯახში არსებობს და ყურადღებასაც ხშირად არავინ აქცევს. თუმცა, ძველად სჯეროდათ, რომ დანისა და სხვა ბასრის საგნების ღამით მაგიდაზე დატოვებამ შეიძლება პრობლემები შექმნას.

დანას უძველესი დროიდან ადამიანები საკმაოდ აქტიურად იყენებენ და მის შესახებ უამრავი წარმოდგენა არსებობს. ძველად ხალხს სჯეროდა, რომ ღამით დანა და მსგავსი ბასრი საგნები მაგიდაზე არ უნდა დარჩეს. სჯეროდათ, რომ ის, ამ დროს, ბნელ და უარყოფით ენერგიას აგროვებს და შესაძლოა, ოჯახში კონფლიქტები, ჩხუბი და დაპირისპირება გამოიწვიოს, და

არღვიოს სიმშვიდე და ჰარმონია. აღსანიშნავია, რომ ღამით გასარეცხ ჭურჭელსაც არ ტოვებდნენ. ჭურჭელს თავდაყირა მდგომარეობაში ტოვებდნენ, რომ მათში უწმინდური ძალები არ შესულიყვნენ.
ასევე, ითვლებოდა, რომ ღამით იმ სახლში, სადაც ადამიანებს სძინავთ, დანებისა და სხვა ბასრი საგნების მაგიდაზე დატოვებით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე ექმნებოდა და შესაძლოა, მოულოდნელი გართულებებიც კი გამოეწვია. მაგალითად, თუ სახლში ორსული იყო, ღამით დანას მაგიდაზე არ ტოვებდნენ, რადგანაც სჯეროდათ, რომ ამან შესაძლო, ნაადრევი მშობიარობა, ან მუცლის მოშლა გამოიწვიოს. ამიტომაც, მას ყოველთვის ინახავდნენ და ისე იძინებდნენ.
გარდა უარყოფითი წარმოდგენებისა, დანას ხშირად სხვადასხვა რიტუალისთვისაც იყენებდნენ:

* თუკი ძლიერი წვიმა იყო და სეტყვა დაიწყებოდა, ადამიანები ფანჯარასთან დანას დებდნენ. სჯეროდათ, რომ ამ გზით ბუნების ძალები გაჩერდებოდნენ და აღარც მოსავალი დაზიანდებოდა.
* სახლის ფანჯრის ჩარჩოში დანას ხშირად ათავსებდნენ. ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ამ გზით, სახლს ბოროტი და ავი თვალისაგან დაიცავდნენ.
* ასევე, ითვლებოდა, რომ გზაზე დანის პოვნა ცუდის ნიშანია.
* დანის ჩუქებაც ცუდ ტონად ითვლებოდა. ხალხის რწმენით, ეს ორ ოჯახსა თუ ადამიანს შორის კონფლიქტს გამოიწვევდა და დაპირისპირების წინაპირობა გახდებოდა.

დასუფთავების კომპანია Hcleaner გთავაზობთ:

სერვისის მისაღებად დაგვირეკეთ: 591060952 ან ეწვიეთ ჩვენს facebook გვერდს: დასუფთავების კომპანია Hcleaner

სრულად ნახვა: shin.ge