სარკე ჩვენი ცხოვრების ნაწილია. თუმცა, ითვლება, რომ ზოგჯერ მას ჩვენთვის ზიანის მოყენებაც შეუძლია. რჩევა, რომ სარკესთან არ შეიძლება დაძინება, არამეცნიერულად მიგვაჩნია. არ გვჯერა ნიშნების… თუმცა ბევრ ადამინს ეშინია საძინებელში სარკეების განთავსების . და მაინც, შეიძლება სარკესთან ძილი თუ არა?
საინტერესოა, რას ფიქრობენ მასთან დაკავშირებით ფსიქოლოგები? რას გვირჩევს ფენ შუი? არსებოს თუ არა ხალხური თქმულებები და რაზე გვაფრთხილებენ ექსტრასენსები?
მარტივი პასუხი ფსიქოლოგებისგან
იცოდით, რომ ღამით სარკეში საკუთარმა ანარეკლმაც კი შეიძლება შეგაშინოთ? არ ვამბობთ, რომ თქვენი გარეგნობა გაშინებთ. საქმე ის არის, რომ
თურმე ადამინები ძალიან ხშირად ვიღვიძებთ ღამით, რამდენიმე წამით, შემდეგ კი ისევ ვხუჭავთ თვალებს და ვაგრძელებთ ძილს, დილით არ გვახსოვს შემთხვევითი სიფხიზლის წამები და ზოგჯერ წუთებიც კი.
რა შუაშია სარკე? ღამით, სიბნელეში, ობიექტების ყველა მონახაზი დამახინჯებულია. მაშასადამე, ჩვენ შეიძლება შეგვაშინოს და გამოგვაფხიზლოს საკუთარი სხეულის ანარეკლმა. ჩვენმა პერიფერიულმა ხედვამ შეიძლება დაიჭიროს შუქის რაიმე სახის არეკვლა ქუჩიდან, ჩვენმა ხედვამ შეიძლება წარმოიდგინოს და ფანტაზიამ შეიძლება დახატოს რაღაც საშინელი და უსიამოვნო.
ხშირად სარკესთან მძინარე ადამიანებს აქვთ განცდა, რომ ვიღაც უყურებს. ღამის პარანოიის ამ შეტევებმა შეიძლება გამოიწვიოს ძილის დარღვევა და ნერვული სისტემის პრობლემები. ამიტომ, ფსიქოლოგები სარკესთან ძილს არ გირჩევენ. ეს ეხება ყველა სახის სარკეს: კედელს, იატაკს, ჩაშენებულ კარადებს, განსაკუთრებით – ჭერის სარკეს.
ხალხური სიბრძნე
ხალხური ნიშნების მიხედვით, თუ სარკესთან გძინავთ, შესაძლოა დააძინოთ საკუთარი ბედნიერება, გარდა ამისა, შესაძლოა სარკიდან ადამინან ბოროტი სული მოვიდეს.
ფენ შუი
სარკესთან ძილს ფენ შუიც ეწინააღმდეგება. ასევე თქვენ არ შეგიძლიათ გამოიყენოთ სარკე ჩარჩოს გარეშიე. ანარეკლმა არ უნდა “გაჭრას” მნახველის ფიგურა ფრაგმენტებად. ფენ შუის მიხედვით, საუკეთესო ადგილი სარკესთვის არის წინა კარის მოპირდაპირე კედელი. ან ოთახის კუთხე.
რას ამბობენ ექსტრასენსები
თითქმის ყველა მათგანი მიიჩნევს, რომ სარკე ჯადოსნური საგანია და ამიტომ საძინებელში მისი ადგილი არ არის.
ექსტრასენსების აზრით, სარკეები უდიდეს საშიშროებას უქმნის ადამიანს, როცა ის ისეა განთავსებული, რომ ე.წ. “სარკის დერეფანს” ქმნის. ექსტრასენსების აზრით, ამ “სარკის დერეფნით” სახლში შესვლა ნებისმიერ სუბიექტს შეუძლია…
დასუფთავების კომპანია Hcleaner გთავაზობთ:
- რემონტის შემდგომი დალაგება
- სახლის დალაგება
- ვიტრაჟების წმენდა
- ფანჯრების წმენდა
- სადარბაზოების დასუფთავება
- ოფისის დალაგება
სერვისის მისაღებად დაგვირეკეთ: 591060952 ან ეწვიეთ ჩვენს facebook გვერდს: დასუფთავების კომპანია Hcleaner