Back

რა მიზეზით აფარებდნენ საბჭოთა დიასახლისები ტელევიზორს ნაქსოვ ხელსახოცს

საბჭოთა კავშირის პერიოდში ბევრი ისეთი ტრადიცია და ჩვეულება არსებობდა, რომლის გადმონაშთიც დღესაც გვხვდება. ერთ-ერთი ასეთი ჩვევა ტელევიზორზე ნაქსოვი ხელსახოცის დაფარება გახლდათ. ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს დეკორის უბრალო ელემენტი იყო, თუმცა რეალურად იმდროინდელ სოციალურ და კულტურულ ფაქტორებთან იყო დაკავშირებული.

თითქოს ეს ტრადიცია წარსულს ჩაბარდა თუმცა საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჩინეთში ქალბატონები დღესდღეობითაც ზუსტად ასე იქცევიან. ხელსახოცი ავეჯსა და სხვა ნივთებზე ინტერიერის დიზაინში აქტიურად შემოვიდა და სივრცეს სითბოსა და სიმყუდროვეს სძენს.

ჩინეთში სხვადასხვა ქსოვილისგან დამზადებულ სხვადასხვა ზომისა და ფერის ტელევიზორზე დასაფარებელს შეხვდებით. ქსოვილი ძირითადად ძალიან ნაზია და მაქმანებით გაწყობილი, რაც ამ აქსესუარს განსაკუთრებულ ელეგანტურობას ანიჭებს.

საინტერესოა, მაინც საიდან მოდის ეს ტრადიცია?

იმ დროს, ყოფილ საბჭოა კავშირში, ტელევიზორ ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი მთავარი წყარო გახლდათ. გარდა ამისა, გასართობიც მაშინდელ ხალხს სხვა არაფერი ჰქონდა, ერთი სიტყვით, ეს ნივთი ოჯახში განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდა და მოვლითაც განსაკუთრებულად უვლიდნენ. მზის პირდაპირი სხივები რომ არ მოხვედროდა მის ეკრანს და არ დაეზიანებინა, დიასახლისებმა მისი დაცვა ლამაზი, ნაქსოვი დეკორატიული ხელსახოცებით გადაწყვიტეს.

გარდა დაცვის ფუნქციისა, ეს ხელსახოცი გარემოსაც ალამაზებდა და სახლს დამატებთ სიმყუდროვეს სძენდა. ეს ელემენტი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველა ქალბატონს, ვისაც პრეტენზია ჰქონდა კარგ დიასახლისობაზე, უბრალოდ ვალდებული იყო ჰქონოდა მსგავსი ნივთი სახლში. ხელსახოცები, როგორც წესი, ხელით იქსოვებოდა და ამას დიასახლისები თავად აკეთებდნენ.

ტელევიზორის ზუსტად ცენტრში განთავსებულ გახამებულ ხელსახოცზე, როგორც წესი, ლამაზ ლარნაკსაც ათავსებდნენ ხოლმე. ასე რომ, ხელსახოცი იცავდა ტელევიზორის ეკრანს მზის სხივებისგან, მტვრისგან და შემთხვევითი დაზიანებისგან. გარდა ტელევიზორისა, მსგავს ატრიბუტს ავეჯზეც იყენებდნენ, მაგალითად, კომოდსა და ტუმბოზე და ამ შემთხვევაშიც ნაკაწრების და მტვრის თავიდან აცილების მიზნით.

მსგავსი აქსესუარები, რომელიც ჩინეთში აქტიურად მზადდება სხვადასხვა ზომის და ფერის, დღესაც იგივე ფუნქციას ასრულებს, იცავს ტექნიკას ზედმეტი მტვრისა და შემთხვევითი დაზიანებებისგან.