Back

ოფისის მუდმივი დალაგება – აუთსორსი

დასუფთავების კომპანია Hcleaner გთავაზობთ ოფისების დალაგების რეგულარულ სერვისს აუტსორსის პრინციპით, რაც გულისხმობს ნებისმიერი ტიპის ობიექტის სრულ სისუფთავეზე პასუხისმგებლობის აღებას. ეს მომსახურება იდეალურია როგორც ბიზნესებისთვის, ისე საცხოვრებელი კომპლექსებისთვის, რომლებიც ითხოვენ მაღალ სტანდარტებს, ეფექტურ ორგანიზებასა და გამჭვირვალე პროცესებს.

Hcleaner ადგენს დასუფთავების გრაფიკს, განსაზღვრავს საჭირო პერსონალის რაოდენობას, ადგენს სერვისის ფასს და შეიმუშავებს მეთოდოლოგიას ობიექტის სპეციფიკის მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი გუნდი ზრუნავს თითოეულ დეტალზე, რათა თქვენი სივრცე იყოს უსაფრთხო, სუფთა და პროფესიონალურად მოვლილი ყოველდღიურ რეჟიმში.

ოფისის დალაგება, სერვისი მოიცავს:

ofisebis yoveldgiuri dalageba

  • საერთო სივრცეების, ჰოლების, ოფისების და შიდა სამუშაო ზონების წმენდას

  • ყოველდღიურ ან შერჩეულ რეჟიმში დალაგებას

  • სველი და მშრალი წმენდის კომბინაციას

  • სარკეებისა და მინების გაწმენდას

  • სანიტარული ზონების სრულ ჰიგიენურ მოვლას

  • მტვრის მოცილებას რთულად მისადგომ ადგილებში

ფასები ინდივიდუალურად განისაზღვრება — ობიექტის ვიზუალური დათვალიერების შემდეგ, სამუშაოს მოცულობისა და დასუფთავების გრაფიკის მიხედვით. ჩვენი მიდგომა ყოველთვის ადაპტირებულია დამკვეთის მოთხოვნებზე, რაც უზრუნველყოფს ოპტიმალურ შედეგსა და ხანგრძლივ თანამშრომლობას.

ofisebis dalageba

რატომ უნდა აირჩიოთ დასუფთავების კომპანია Hcleaner?

  • გამოცდილება 2017 წლიდან

  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი

  • შერჩეული და გადამზადებული დასუფთავების გუნდი

  • კონტროლი და მონიტორინგი შესრულებულ სერვისებზე

  • პროფესიული მიდგომა ყოველ დეტალთან

თუ გსურთ, რომ თქვენი ოფისი, რესტორანი, ბიზნესცენტრი ან სხვა კომერციული ფართი ყოველდღიურად ბრწყინავდეს – აუტსორსზე დასუფთავება სწორედ თქვენთვისაა.

ჩვენი სხვა სერვისები:

  • რემონტის შემდგომი დასუფთავება – ღრმა წმენდა მშენებლობისა და რემონტის მტვრის მოსაცილებლად

  • ვიტრაჟებისა და მინების წმენდა – ყველა სიმაღლეზე, შიგნიდან და გარედან

  • სასიმაღლო (ალპინისტური) მომსახურება – რთულად მისადგომი ადგილების უსაფრთხო წმენდა

  • გენერალური დასუფთავება – ღრმა წმენდა ყველა ტიპის სივრცისთვის

  • სადარბაზოების და საერთო ზონების მომსახურება – საცხოვრებელი კომპლექსებისთვის

  • ქიმწმენდის სერვისი

ოფისის დალაგება: თუ გსურთ ჩვენი სერვისის მიღება დაგვიკავშირდით: 591060852