Back

თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ ორი აბი, რათა სარეცხ მანქანას მოაშოროთ წლების განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყი

თუ თქვენი სარეცხი მანქანის დოლურიდან უსიამოვნო სუნი გამოდის, გაწმენდის დროა. როგორც ყველა ნივთს, პერიოდულად სარეცხ მანქანასაც სჭირდება გაწმენდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნესტსა და სითბოში გროვდება უსიამოვნო სუნის გამომწვევი სოკო.

დაგჭირდებათ კბილის პროთეზის სადეზინფექციო აბები, მაგალითად, კორეგას ან სხვა რომელიმე თქვენთვის ხელმისაწვდომი. 2 აბი შედეთ სარეცხი მანქანის ცარიელ დოლურაში და მანქანა ჩართეთ ყველაზე მაღალ ტემპერატურაზე.

აბები ანადგურებს მიკრობებს, ბაქტერიებს, აშორებს ნადებს და წმენდს სარეცხი მანქანას.

ასე რომ, პერიოდულად გაწმინდეთ თქვენი სარეცხი მანქანა. გარეცხვის შემდეგ მანქანის კარი ღია დატოვეთ. ამ გზით შეუნარჩუნებთ სიმშრალეს და შეაფერხებთ უსიამოვნო სუნის წარმოქმნას.