Back

საწმენდი ხსნარი, რომელიც მარტივად შეგიძლიათ სახლის პირობებში დაამზადოთ

დიასახლისები მუდმივად ცდილობენ, რომ მათი სახლების იდეალურად სუფთა იყოს. დიასახლისი აპრიალებს სარკეებს, ავეჯის ზედაპირებს, სამზარეულოს ტექნიკას, აბაზანის კედლებს და სხვ. ისინი ამისთვის სხვადასხვა სახეობის ქიმიურ საშუალებებს იყენებენ.

ყველა თანხმდება, რომ ქიმიური საშუალებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის მავნეა, მით უმეტეს თუ ის უხარისხოა.

დასუფთავების კომპანია Hcleaner გთავაზობთ მინების და ვიტრაჯების წმენდას. დეტალებზე დაგვირეკეთ: 598870589

ვისაც სახლში პატარა ბავშვები გყავთ დამერწმუნებით, რომ ისინი ყველაფერს ედებიან, ხელს კიდებენ ხსნარებით დამუშავებული ავეჯის ზედაპირსს, სარკეს, ფანჯრებს, შემდეგ კი ხელებს პირში იდებენ.

Hcleaner.ge გასწავლით უნივერსალური ხსნარის შექმნის ძალიან მარტივ საიდუმლოს, რომელიც სახლის პირობებში მზადდება, ეკონომიურია, ეფექტურია, ბუნებრივია და რაც მთავარია უსაფრთხოა ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის.

ხსნარის გასაკეთებლად დაგჭირდებათ:

სოდა, თბილი წყალი და ბოთლი, რომელსაც ”შესასხურებელი” ექნება(ე.წ სპრეი თავსახური) ასევე რბილი ქსოვილი ან ღრუბელი საწმენდად.

მომზადების წესი:

4 სუფრის კოვზს სოდას შეურიეთ 1/2 ჭიქა თბილი წყალი, ჩაასხით ბოთლში, კარგად შეანჯღრიეთ და ვუალა! ჯადოსნური ხსნარი მზად არის!