შეამოწმეთ, თქვენც ხომ არ უშვებთ ამ შეცდომებს სახლის დალაგების დროს? არადა, ამის გაკეთება უბრალოდ არ შეიძლება.
ღრუბელი ძალიან კარგი საშუალებაა ჭურჭლის გასარეცხად, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დროულად ცვლით, მაგრამ ღრუბლით მტვრის გადაწმენდა ან ტექნიკის გაწმენდა ნამდვილად არ არის რეკომენდებული. ღრუბელში ძალიან სწრაფად ვრცელდება სიცოცხლისთვის საკმაოდ საშიში ბაქტერიები, რომელიც შემდეგ ასევე ძალიან სწრაფად შეიძლება გავრცელდეს მთელს სახლში. ეს ბაქტერია კი იწვევს სხვადასხვა ინფექციას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანებას.
ძალიან ხშირად დიასახლისები ტაფებს და ქვაბებს არ აცდიან გაციებას და ცხელსავე რეცხავენ ხოლმე,
არადა, ეს ნივთები ვერ იტანს ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობას, ამიტომ ჯერ გაციება უნდა დააცადოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გარეცხოთ.
რამდენჯერ გაგიწმენდიათ ფანჯრები მზიან ამინდში? ალბათ ყოველთვის ასე წმენდთ, ეს ხომ დიასახლისებს წესად გვაქვს ქცეული, თუმცა თურმე ფანჯრები ღრუბლიან ამინდში უნდა გავწმინდოთ, რათა საწმენდი საშუალება მზეზე სწრაფად არ აორთქლდეს და ფანჯარა კარგად გაიწმინდოს.
მტვრის გასაწმენდად იდეალური საშუალებაა მიკროფიბრის ხელსახოცები. ე.წ. პიპიდასტრით სადარბაზოს-დალაგება-დასუ დროს მტვერი კი არ იწმინდება, ის მთელ სახლში გაიფრქვევა და პრობლემა გემატებათ.
არასდროს დაიწყოთ სახლის დალაგება იატაკით. დაიმახსოვრეთ ოქროს წესი, დალაგების პროცესი იწყება ზემოდან ქვემოთ. ყოველთვის დაიწყეთ ფანჯრებითა და ავეჯით. იატაკი ყველაზე ბოლოს იწმინდება.
ასევე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სარეცხის საშუალების პირდაპირ გასარეცხ ან გასაწმენდ ნივთზე დატანა, ასე მას უბრალოდ ვერ გადაანაწილებთ სათანადოდ.
არასდროს დაგავიწყდეთ თავად გასაწმენდი აქსესუარებს გაწმენდა. სწორედ ამ აქსესუარებზე გროვდება ყველაზე მეტი მტვერი და ბაქტერია. მოწყობილობების გარეცხვა და დეზინფექცია ყოველი ხმარების შემდეგ არის აუცილებელი.
არასდროს ჩაასხათ ან ჩაყაროთ სარეცხი საშუალება თვალის ზომით, ყოველთვის გამოიყენეთ საზომი ჭიქა, რომელიც ხშირად თავად მოჰყვება ხოლმე სარეცხ სითხეს თუ ფხვნილს. ამ საშუალებების ჭარბად გამოყენება ქსოვილს აზიანებს.
უჟანგავი ფოლადი საკმაოდ ფრთხილად მოსავლელი მასალაა, სპეციალისტები არ გვირჩევენ მის რეცხვას წრიული მოძრაობებით. იმისათვის, რომ თქვენმა ქვაბებმა იბრწყინოს წრიულო მოძრობა რეცხვის დროს პირდაპირი მიმართულებით ჩაანაცვლეთ.
და ბოლოს, არასდროს გაწმინდოთ ნატურალური ქვა ძმრის ნაზავით, რომელიც თითქმის ყველანაირი ზედაპირის საწმენდად და სადეზინფექციოდ იდეალური საშუალებაა. გახსოვდეთ, ბუნებრივი ქვა ვერ იტანს მჟავასთან კონტაქტს, მის მოსავლელად მხოლოდ სპეციალურად ბუნებრივი ქვის საწმენდი საშუალებები გამოიყენეთ.