Back

როგორ გავწმინდოთ ფანჯრები სახლის პირობებში

ფანჯრების წმენდა მნიშვნელოვანია, რათა თქვენი სახლი იყოს ნათელი და სუფთა. სწორად გაწმენდილი ფანჯრები აძლიერებს ბუნებრივი შუქის შეღწევას და აუმჯობესებს სახლის ზოგად ესთეტიკას. აქ არის ნაბიჯ-ნაბიჯ სახელმძღვანელო, თუ როგორ გააკეთოთ ეს ეფექტურად სახლის პირობებში.

ალბათ ხშირად მოგისმენიათ წუწუნი იმის თაობაზე, თუ როგორი ძნელია ფანჯრების წმენდა, მიაქვს ბევრი დრო და მიუხედავად ამდენი შრომისა, ლაქები მაინც არსად არ ქრება.

საქმე არც ისე ცუდათ არის, როგორც თქვენ გეჩვენებათ.  გაითვალისწინეთ Hcleaner-ის რჩევები და ეს საქმე თქვენთვის ბევრად მარტივინ გახდება:

ფანჯრების წმენდა:

მინების წმენდა

მიყევით შემდეგ ინსტრუქციას:

  • თავიდან მინებს მშრალი ნაჭრით მოვაშოროთ არსებული მტვერი;
  • გაწმინდეთ მინის საწმენდი საშუალებით;
  • ჩარჩო და რაფა გაწმინდეთ თბილი წყლით;
  • ძალიან ეფექტურია ცარცით წმენდა, სველი რბილი ნაჭრით გაწმენდით შემდეგ, ბამბით წაუსვით ცარცის ფხვნილის ნაყენი, გაშრობის შემდეგ კი გაწმინდეთ მშრალი ნაჭრით;
  • ასევე ეფექტურია როგორც მინისთვის ასევე ჩარჩოებისთვის ნიშადურიანი წყალი (1 სუფრის კოვზი + 1 ლიტრი წყალი);
  • თუ გსურთ თქვენს ფანჯრებს სარკისებური ბზინვარება ქონდეთ შემდეგი ნაზავი გამოიყენეთ: 1 სუფრის კოვზი სახამებელი + 1 ლიტრი წყალი, ასევე ეფექტურია ძმარი;
  • ბუზების ნაკვალევთან საბრძოლველად კარგია ნიშადურის სპირტისა და წყლის თანაბარი ნაზავი;
  • თბილს წყალს + სპირტი, ძლიერ ჭუჭყს ადვილად აშორებს;

ასევე:

გამოიყენეთ რბილი ჯაგრისი ან მტვერსასრუტი, რათა მოხსნათ მტვერი და ჭუჭყი ფანჯრის რაფებიდან და ჩარჩოებიდან. ეს ნაბიჯი უზრუნველყოფს, რომ ჭუჭყი არ გავრცელდება ფანჯრების გაწმენდის დროს.

დაფარეთ ფანჯრის გარშემო ტერიტორია საფარით ან გაზეთით, რათა თავიდან აიცილოთ სითხის გაფრქვევა ან ჭუჭყის დაზიანება.