დღეს რუბრიკის თემა ყოველდღიურ ყოფაში გამოსაყენებელ ნივთებზე გავრცელებულ ხალხურ მინიშნებებს ეხება, რომელთა გათვალისწინებამაც შეიძლება ბედნიერება მოგიტანოთ, ან მოსალოდნელი უბედურებისგან გიხსნათ. ჩამონათვალშია: ტანსაცმლის შერჩევის, საყოფაცხოვრებო ნივთების დაზიანებასთან დაკავშირებული მინიშნები და ასევე, რვა ისეთი ნივთის სია, რომელთა სახლიდან გადაყრასაც უბედურება მოაქვს. თუ, რა უნდა გაითვალისწინოთ ზემოხსენებული ნივთების გამოყენებისას, რომ ყველაფერი კარგად გქონდეთ ცხოვრებაში, განგვიმარტავს, ეზოთერიკოსი, ქალბატონი ნატო მ.– მართალია, თანამედროვე ადამიანები ხალხურ მინიშნებებს იშვიათად აღიქვამენ სერიოზულად, თუმცა, ზოგიერთ მათგანს რეალურად შეუძლია უბედურების მოტანა. ამიტომ, ხალხური გადმოცემებიდან, უპირველესად, ყველაზე გავრცელებული მინიშნებები შევკრიბე ტანსაცმლის შესახებ და დაიჯერებთ თუ არა, თქვენი გადასაწყვეტია. თუმცა, სიკეთის რწმენა არასდროსაა ზედმეტი.– ეს ახალ ტანსაცმელს ეხება?– არამხოლოდ. მაგალითად, თუ ახალი სამოსის ჩაცმას აპირებთ, აუცილებლად ჩაიფიქრეთ სურვილი და აგიხდებათ. ასევე, არაჩვეულებრივია, თუ დაბადების დღეს და სხვა მნიშვნელოვან დღესასწაულებსაც ახალ სამოსში აღნიშნავთ. ტანსაცმელზე კოპლები (ბარდის მარცვლები) კეთილდღეობაა – რადგან ბარდას მონეტების ფორმა აქვს: კოპლებიანი, იგივე ბარდის მარცვლებიანი პრინტი სამოსზე, სიმდიდრეს იზიდავს. ლურჯი ფერი – გამართლებაა. ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ ცისა ფერს ბედნიერება მოაქვს. ამიტომ, ქორწილში პატარძალს რაიმე აქსესუარი მაინც უნდა ჰქონდეს ლურჯი. თუ ტანსაცმელს ამოაბრუნებთ და შიდა, ნაკერებიანი მხრიდან ჩაიცვამთ – უბედურებას ელოდეთ. თუმცა მოდის დღევანდელი ტენდენციების მიხედვით, დაუდევარი სტილისთვის ხაზგასასმელად, მიზანმიმართულად კერავენ ტანსაცმელს გარედან ნაკერებით. იმედია, ეს „სატყუარად“ გამოდგება ცუდი მინიშნებისთვის და უბედურებას აგაცილებთ. რაც შეეხება მუქი ძაფით ნაკერ ღია ფერის ნივთებს, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, თქვენი ზოგიერთი საიდუმლო საჯარო გახდეს. თუმცა, მოდა აქაც ეწინააღმდეგება ხალხურ გადმოცემებს – კონტრასტული გვირისტი ხშირად სამოსის მოდურობისა და გამორჩეულობის აქცენტირებაა.– რა ნივთების გადაყრა არ შეიძლება სახლიდან?– მართლაც, ზოგიერთი ნივთის სახლიდან გადაგდება არ არის რეკომენდებული… და ასეთი რვაა. დავიწყოთ ფოტოებით. დიდი ხანია, ცნობილია, რომ ფოტოებს გარკვეული ენერგეტიკა აქვს. ამიტომ, არ უნდა გადააგდოთ როგორც საკუთარი, ისე სხვისი ფოტოებიც. თუ რაიმე მიზეზით რომელიმე მათგანს საოჯახო ალბომს ვერ მიაკუთვნებთ, შეგიძლიათ, უბრალოდ, კონვერტში ან ყუთში შეინახოთ. ასევე, ოჯახური ცხოვრება ხანგრძლივი და ბედნიერი იქნება, თუ პატარძალი საქორწილო კაბასა და ფატას ბოლომდე შეინარჩუნებს. არ გადაყაროთ საეკლესიო ნივთები: გულსაკიდი ჯვრები, ლოცვები, წიგნები, ხატები… თუ ეს ნივთები აღარ არის საჭირო, ტაძარში წაიღეთ. ასევე, არსებობს მოსაზრება, რომ საათი გადაგდებამდე მცირე ნაწილებად უნდა დაიშალოს. თუ ასე არ მოიქცევით, შეიძლება უბედურებას გადაეყაროთ. რაც შეეხება ძველ საფულეს – ის მიწაში უნდა ჩაფლათ ან დაწვათ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, არ უნდა ჩააგდოთ ნაგვის ურნაში. თუ ამ მინიშნებას მიჰყვებით, ფინანსური კეთილდღეობა მომავალში გარანტირებული გექნებათ. ბავშვის ტანსაცმელი უმჯობესია, მისცეთ იმას, ვისაც შვილები ჰყავს. მაგრამ თუ დაზიანებულია, მაშინ დაწვით. ნურც ძველ პურს გადააგდებთ, ცხოველებს აჭამეთ. თუ დაობდა, ჯობია დაწვათ. მარილი, ისევე როგორც სხვა პროდუქტი, არ არის რეკომენდებული, გადაყაროთ. თუ რაიმე მიზეზით საკვებად უვარგისია, შეიძლება ყოველდღიურ ყოფაში გამოდგეს, მაგალითად, ჭურჭლის გასაწმენდად. თუ ყველა ამ მინიშნებას დაიცავთ, სახლში აღარც უსიამოვნებები გექმნებათ, არც დაავადებები გავრცელდება და ფინანსური კეთილდღეობაც დაიმკვიდრებს.– რას ნიშნავს, თუ საყოფაცხოვრებო ნივთი დაზიანდა სახლში?– სახლის ნივთები მხოლოდ უსულო საგნები როდია, გარკვეული სიმბოლოებია ჩვენს ქვეცნობიერში. ათასწლეულების განმავლობაში ისინი გარეგნულად შეიცვალა, მაგრამ სიმბოლოები იგივე დარჩა. ნებისმიერ სიმბოლოს აქვს ფარული მნიშვნელობა და ერთგვარი გზავნილია, რომლის ამოცნობაც შეიძლება. გატეხილი ნივთის შეკეთებით კი, არა მხოლოდ მას აღადგენთ, არამედ იმასაც, რაც ამ მოვლენას უკავშირდება – გამოასწორებთ სიტუაციას. მაგალითად, ონკანი გაფუჭდა? – ის წყალს აწვდის სახლს. წყალი კი სიცოცხლის, ნაყოფიერების, სიახლისა და ზრდის წყაროა. ის სიცოცხლის ენერგიის სიმბოლოა. თუ წყალი აღარ მოდის, ესე იგი, რაღაც მიზეზით ენერგიამ შეწყვიტა თქვენთან შემოდინება. ეს გარეგანი დაბრკოლებაა, ვიღაცამ „სიცოცხლის წყარო გადაგიკეტათ“. მოსალოდნელია ფარული მტრობა ან ღია თავდასხმა. მაგრამ, თუ ონკანი ჟონავს, ეს ნიშნავს, რომ თვითონვე იყენებთ ენერგიას უკონტროლოდ – არასწორად და უგუნურად ხარჯავთ. უპირველესად, ყურადღება მიაქციეთ ფულს; შეიძლება ხარჯებმა შემოსავალს გადააჭარბოს. ფლანგვამ და ფულის საკითხებში დაბნეულობამ შეიძლება, სიღარიბე გამოიწვიოს. ასევე, ენერგიაც უფრო გონივრულად უნდა ხარჯოთ, რადგან უფრო მეტს გასცემთ, ვიდრე იღებთ. ამის გამო კი მალე იგრძნობთ, რომ ცარიელი და დაღლილი ხართ.– ყველაზე მეტად სამზარეულოსა და ტუალეტში ზიანდება ხოლმე ნივთები?– მოუწესრიგებელი ტუალეტი მიწისქვეშა სულების უკმაყოფილების გამოხატულებაა. როგორც ძველებს სჯეროდათ, ამ ბნელ ძალებს მზაკვრული მიზნების აღსრულებისთვის მიმართავდნენ ხოლმე – როცა ვინმეს დაწყევლა ან იმქვეყნად გასტუმრება სურდათ. ანდა პირიქით, როცა სიძულვილით აღვსილი თქვენი მოშურნენი ცდილობენ, რაიმე დაგიშავონ. ტუალეტი საიდუმლო ადგილია: „საპირფარეშო“, „საიდუმლო“ ან „განმარტოების ოთახი“, – ასე უწოდებდნენ მას ძველად. გატეხილი უნიტაზი ფარული და საიდუმლო საფრთხის სიმბოლო და ასევე, შინაგანი კონფლიქტია თქვენსავე ქვეცნობიერთან: როცა თავს ვერ აღწევთ უსიამოვნო ფიქრებსა და მოგონებებს, არაკეთილსინდისიერი ადამიანები კი თქვენს ცხოვრებაში ერევიან. რაც შეეხება, სამზარეულოში დაზიანებულ ქურას – ამ დროს პრობლემები ქალის ენერგიასა და ჯანმრთელობას ექმნება. ქურა ხომ დიდი დედის სიმბოლოა, რომელიც სახლში მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს იცავს. ამიტომ, მისი დაზიანება შინაურ ქალთა ავადმყოფობაზე, ან მათ მიმართ არასწორ დამოკიდებულებაზე მიუთითებს. ქალს სჭირდება დახმარება, მოვლა და ყურადღება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახს სიღარიბე ან დაშლა ემუქრება.დასუფთავების კომპანია Hcleaner გთავაზობთ:რემონტის შემდგომი დალაგებასახლის დალაგებავიტრაჟების წმენდაფანჯრების წმენდასადარბაზოების დასუფთავებაოფისის დალაგებასერვისის მისაღებად დაგვირეკეთ: 591060952 ან ეწვიეთ ჩვენს facebook გვერდს: დასუფთავების კომპანია Hcleanerწყარო: https://tbiliselebi.ge/ka/news/horoscope/ra-nivtebi-ar-unda-gadakarot-sakhlidan-rom-amas-ubedureba-ar-mohkves