Back

რა მიზეზით უნდა ჩასხათ ძმარი უნიტაზზში

1. ძმრისა და სოდის ნარევი: დროთა განმავლობაში, უნიტაზში ნადების დაგროვება ხშირად ხდება. ექსპერტები გირჩევენ, გამოიყენოთ ძმარი და სოდა ნადების მოსაშორებლად. შექმენით პასტის მსგავსი ნარევი, შეურიეთ ძმარი და სოდა და წაუსვით პრობლემურ ადგილებს. დატოვეთ ნახევარი საათის განმავლობაში, შემდეგ კი დაამუშავეთ ჯაგრისით და ჩარეცხეთ გამდინარე წყლით.

2. მარილისა და ლიმონის წვენის ნაზავი: ნადების მოსაშორებლად ასევე ეფექტური მეთოდია მარილისა და ლიმონის წვენის ნაზავი. ეს ნარევი შეგიძლიათ გამოიყენოთ სკრაბად. ნადებს წაუსვით და დატოვეთ 5-10 წუთი, შემდეგ კი დაამუშავეთ ჯაგრისით და ჩარეცხეთ წყლით.

3. საცხობი სოდის, ძმრისა და ბავშვის ზეთის ნაზავი: უნიტაზის ნადების მოსაშორებლად, სცადეთ საცხობი სოდის, ძმრისა და ბავშვის ზეთის ნარევი. ცოტა საცხობი სოდა წაუსვით ნესტიან ქსოვილზე და ნაზად გაწმინდეთ ნიჟარა. ამის შემდეგ ზედაპირი დაამუშავეთ ძმრით და ბოლოს წაუსვით ბავშვის ზეთი, რაც ზედაპირს უფრო გლუვს და პრიალას გახდის.

4. კბილის პასტის გამოყენება უსიამოვნო სუნის წინააღმდეგ: უსიამოვნო სუნის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ ჩვეულებრივი კბილის პასტა. აიღეთ ტუბი და ნემსით დახვრიტეთ. შემდეგ მოათავსეთ ის უნიტაზის ავზში. ყოველი ჩარეცხვისას მცირე რაოდენობის პასტა გამოვა ხვრელებიდან და ხელს შეუწყობს ზედაპირის გაწმენდას და უსიამოვნო სუნის გაქრობას.

თუ დასუფთავების სერვისი გინდათ დაგვირეკეთ: 591060852